მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“ევროპული საქართველო” კომპანია ალმას უჩივის
“ევროპული საქართველო” კომპანია ალმას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით “ცხოველების ფერმის” ბილბორდებს, რომელიც კომპანიას პარტიამ დაუკვეთა. ხელშეკრულება შედგა, თუმცა “ალმამ” პირობები სამჯერ შეცვალა.
საბოლოოდ სარეკლამო კომპანიამ “ევროპული საქართველოს” მიერ დაკვეთილი ბილბორდების გაკვრაზე უარი თქვა.