Financial Times: უკრაინის გუბერნატორის როლი
გაზეთი ფაინეიშელ თაიმსი ვარაუდობს ,რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ მინისტრი გახდება და მასალაში უკრაინელი ექსპერტების და პოლიტლოგებს მოსაზრებებს მოჰყავს.
“მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნა შეუძლია გამოიყენოს სასტარტო ეტაპად უკრაინის პრემიერობის გზაზე”
“ოდესის რეგიონის გუბერნატორის რანგში 47-ი წლის პოლიტიკოსი დააკვირდება პოლიციის რეფორმის მიმდინარეობას რომელსაც ეკა ზღულაძე ხელმძღვანელობს. მიხეილ სააკაშვილი ასევე დაეხმარება ბატონ პოროშენკოს რეგიონული ხელისუფლების გაერთიანებასა და რეგიონში სეპარატისტული გამოვლინების ჩახშობაში”
პუბლიკაციაში პეტრო პოროშენკოს ციტირებაა მოყვანილი, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პიროვნება, რომელიც შეუძლებელს შესაძლებლად ხდის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქართველი ტექნოკრატების გუნდთან ერთად უკრაინაში რეფორმებზე მუშაობს და მისი გავლენის ზრდამ შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა.
მასალაში ნათქვამია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოზე მოსკოვის გავლენა შეასუსტა და ქვეყანა დასავლეთთან დააახლოვა, ამას გარდა სწორედ მისი მმართველობის დამსახურებაა, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში პირველ ათეულში მოხვდა.
“ისევე როგორც პოროშენკო, ბატონი სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოს ეროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთგული მომხრეა, თუმცა სააკაშვილის გეოპოლიტიკური პოზიცია სძულს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს,”– წერს Financial Times-ი და 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომსაც იხსენებს, რის შედეგადაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის კონტროლქვეშ მოექცნენ.