რატომ არ სცალია საზოგადოებას უპატრონო ცხოველებისთვის – რადიობლოგი
თუ ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ უპატრონო ცხოველების მდგომარეობით, თანაგრძნობა გამოგიხატავთ, გამოქომაგებიხართ ან მათ დასაცავად რაიმე გაგიკეთებიათ, აუცილებლად შეხვდებოდით ერთ ადამიანს მაინც რომელიც გეტყოდათ რომ მეტი საქმე არ გაქვთ.
ხშირად მეუბნებიან, რომ ქვეყანაში სადაც ადამიანები შიმშილით იხოცებიან, სადაც ადამიანებს ქუჩაში კლავენ და ზოგადად ამდენი პრობლემა აქვთ, რა დროს ცხოველებია და ჯობია ადამიანებზე ვიზრუნო?!
დიახ სამწუხარო რეალობაა, თუ გადარჩენისათვის და ლუკმაპურის მოპოვებისათვის ბრძოლას გავითვალისწინებთ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობის და ცხოველების მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ერთი განსხვავება მაინც უდავოდ თვალსაჩინოა, ადამიანების პრობლემების შესახებ საზოგადოებამ დიდი ხანია დაიწყო საუბარი და ეს სახელმწიფოს მეტნაკლებად აიძულებს იზრუნოს მათ პრობლემებზე, მაგრამ ცხოველების საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემების ნუსხის ბოლოშია და მათთვის ჩვენი საზოგადოების დიდ და გავლენიან ნაწილს ჯერ არ სცალია.
რადიო “ჰერეთი” წარმოგიდგენთ ია მეტრეველის რადიობლოგს “რატომ არ სცალია საზოგადოებას უპატრონო ცხოველებისთვის”
ჰერეთის რადიობლოგების მომზადება შესაძლებელი გახდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით იქნა გაწეული. რადიო ბლოგების შინაარსზე პასუხისმგებელია რადიო ჰერეთი. მასში გადმოცემული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და/ან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შეხედულებებს.