მნიშვნელოვანისაქართველო
“Forbes-ის კვირა” რადიოშიც გავრცელდება
ორშაბათობით, “ბიზნეს მედია საქართველოს” ანალიტიკური პროექტი “ფორბსის კვირა” “მედიაჰოლდინგ ჰერეთის” რადიოსადგურებში: ჰერეთზე FM102.8, ციტრუსზე FM97.3 და რადიო თბილისზეც FM93.5 გავრცელდება.
ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიანი ახალი ამბების დასრულებისთანავე ჩვენს მსმენელს გიორგი ისაკაძის გუნდის მიერ მომზადებული პროექტის მოსმენა შეეძლება.
ახალმა ტელეარხმა BMG-მ, რომლის ერთ-ერთი პროდუქტია “Forbes კვირა” ქართულ სამაუწყებლო სივრცეში 6 მარტს დაიწყო მაუწყებლობა.
ტელეარხი ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით იმუშავებს.
Business Media Georgia (“ბიზნეს მედია საქართველო”) წარმოადგენს მულტიმედიურ მედიაჯგუფს რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ისე – ონლაინგამოცემაში.