მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაეროს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გუტერეში ,,ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

,,უკრაინაში, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი. ჩვენ, ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაფართოებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად მუშაობას გავაგრძელებთ. რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის”, – წერს გუტერეში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გაეროს გენერალურ მდივანს მოსკოვში, პრეზიდენტ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ჰქონდა შეხვედრები.

მსგავსი პოსტები

Back to top button