მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სროლა სოხუმის ” ახალ რაიონში”- დაიღუპა ორი პირი

აფხაზეთის “შინაგან საქმეთა სამინისტროს” ცნობით, შაბათ საღამოს სოხუმის “ახალ რაიონში” მომხდარი სროლების შედეგად რუსლან გუდალია და ბესლან დზიბა დაიღუპნენ.

უწყების ცნობით, სროლა 13 სექტემბრის ქუჩაზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი სამი პირი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან გუდალია და დზიბა გარდაიცვალნენ,ხოლო მესამე დაჭრილი ასლან ზუხბას სიცოცხლის გადასარჩენად მედიკოსები ამ დრომდე იბრძვიან.

ადგილზე იმყოფებიან უწყების საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფის ბრიგადა და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მიმდინარეობს მუშაობა ინციდენტში მონაწილე პირების გამოსავლენად და მათ დასაკავებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button