ოჰაიოში სასიკვდილო ინექციის უკმარისობას განიცდიან

ამერიკის შტატ ოჰაიოში სასიკვდილო ინექციის უკმარისობის გამო, 2017 წლამდე სიკვდილით დასჯა შეჩერებულია, – გადმოსცემს BBC.

რეაბილიტაციისა და კორექციის დეპარტამენტის მონაცემებით, 12 პატიმარს სიკვდილით დასჯას 2017 წლამდე გადაუვადებენ, ხოლო დანარჩენ ორ ათეულ ტუსაღს კი 2019 წლამდე.

მას შემდეგ, რაც ოჰაიოში პრეპარატების მარაგი გამოილია, ხელისუფლება მათ შევსებას ამაოდ ცდილობს. უცხოეთიდან ქიმიური ნივთიერებების შემოტანამ შედეგი არ გამოიღო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 32 შტატში სიკვდილით დასჯა კანონერად ითვლება. სასჯელის უმაღლესი ზომის გამოტანის რიცხვით ტეხასის შტატი ლიდერობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button