მნიშვნელოვანირეგიონი

გახარიას გუნდის წევრს სალომე ღონღაძეს ლაგოდეხში თანამდებობიდან ათავისუფლებენ

.
გახარიას გუნდის წევრი ლაგოდეხში, სალომე ღონღაძე შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ. საკითხს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს განიხილავს. სალომე ღონღაძე მომხდარს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს

„განიხილება ჩემი, როგორც საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი(უსაფუძვლოდ,ყოველგვარი სამართლებრივი გადაცდომის გარეშე) უამრავი ადამიანი მეხმიანება საკრებულოს სხდომაზე დასწრების სურვილით, რათა გამოთქვან პროტესტი. ყველას მინდა გადაგიხადოთ მადლობა და გთხოვოთ, რომ ეპიდ ვითარებიდამ გამომდინარე თქვენივე უსაფრთხოების მიზნით ჯობია თავი შეიკავოთ სხდომაზე დასწრებიდან. თქვენი სიტყვები ისედაც ბევრს ნიშნავს ჩემთვის. გადაწყვეტილებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თანამდებობა ჩემთვის მხოლოდ ხალხის სამსახურში ყოფნას ნიშნავდა და უდიდესი პასუხისმგებლობა იყო.მე ისევ ვიზრუნებ თითოეულ ლაგოდეხელზე.როდესაც ამ ნაბიჯს ვდგამდი,ეს ყველფერი მქონდა გააზრებული.არ იდარდოთ! რაც არ გვკლავს,გვაძლიერებს.ყველაფერი კი იმიტომ ხდება,რომ მათ ნამდვილი სახე წარმოაჩინონ.“-წერს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“წევრი სალომე ღონღაძე.

საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სალომე ღონრაძე 2017 წელს დაინიშნა.

საკრებულოს სხდომა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 12 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი პოსტები

Back to top button