განახლებული “მზიური”
მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
განახლებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში” დაგხვდებათ ახალი საფეხმავლო ბეტონის ბილიკები, ხელოვნური ტბა, ველო-ბილიკები, სასმელი წყლის სოკოები, ფანჩატურები, ზონირების შესაბამისი ნიშნები, დასასვენებელი ადგილები, ახალი ხემცენარეები, სკეიტპარკი და საბავშვო გასართობი მოედნები.
მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები, გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.
განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა.
პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებოთ 7.8 მილიონი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.