სოცქსელებში სტარტი აიღო „მკვდარმა“ ფლეშმობმა [Photo/Video]

სოციალურ ქსელებში ახალი ფლეშმობი, სახელწოდებით DeadPose, სულ უფრო დიდი პოპულარობას იძენს. ადამიანები გარდაცვლილებს იმიტირებენ და ფოტოსურათებს უცნაურ პოზებში იღებენ, – გვაცნობებს The Daily Mail.

ფლეშმობის ავტორი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მკვიდრი, 19 წლის კარაბო მნისია, რომელმაც აღნიშნა, რომ მის მიერ მოწყობილი აქცია ბევრ ადამიანს არ მოსწონს, მაგრამ თავად ინტერნეტ-ვარსკვლავობა სურს და ვერაფერი შეაჩერებს.

მნისის თქმით, მას უცნაური ფლეშმობის მოწყობისკენ ცნობილმა ფოტოსურათმა უბიძგა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის დროს გადაიღეს. აღნიშნულ სურათზე ფერადკანიანთა მასობრივი პროტესტებია ასახული და ასევე 13 წლის ბიჭი, რომელიც პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრა.

აპარტეიდი – 1948-1994 წლებში სამხრეთ აფრიკაში არსებული რასობრივი დისკრიმნაციის ყველაზე სასტიკი ფორმაა, რომელიც რასობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთაში გამოიხატებოდა. მას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბოლო მოეღო1994 წელს, როდესაც პრეზიდენტმა დეკლერკმა პირველი თავისუფალი არჩევნები ჩაატარა. მოგვიანებით იგი ამ პოსტზე ნელსონ მანდელამ შეცვალა.

[print_gllr id=51242]

მსგავსი პოსტები

Back to top button