მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
		
	
	
გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
 
						“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელ მდივანს, დეპუტატ გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.
“ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” კიდევ ერთ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა. პარტიის ლიდერები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
 
				 
 



