მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

პარიზში დღეს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) ასპარეზობდა. გენომ მერვედფინალში უკრაინელი ფალავანი დაამარცხა, მეოთხედფინალში – პოლონელი.

ნახევარფინალში პეტრიაშვილის მეტოქე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი ფალავანი, გიორგი მეშვილდიშვილი იყო. ქართველების ნახევრაფინალური დაპირისპირება პეტრიაშვილის გამარჯვებით 7:0 დასრულდა და გენო ფინალში ირანელ მოჭიდავეს შეხვდება.

ფინალური ბლოკი, რომელშიც ხვალ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, 21:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.

მსგავსი პოსტები

Back to top button