გენო პეტრიაშვილის თქმით “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, შეეცდება, ბევრი კარგი საქმე გააკეთოს,,
გენო პეტრიაშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-10 ნომრად დასახელდა, რის შემდეგაც სპორტსმენმა განაცხადა, რომ ის, “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, შეეცდება, ბევრი კარგი საქმე გააკეთოს:
“შევუერთდი ძალიან მაგარ გუნდს… სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება, უბრალოდ, ახლა მაქვს პერიოდი, დიდი დრო დამჭირდება, რომ ტრავმები მოვიშუშო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” სიის ოცეულის წევრი, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მედიასთან საუბრობს.
მე, როგორც გენო პეტრიაშვილმა, ძალიან ბევრი მაგარი ემოცია შევძინე ჩემს გულშემატკივარს, რაც შემეძლო და ახლაც ვეცდები, რომ ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს. ძალიან უყვარს თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება…
სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის, ყოველთვის იქნება, უბრალოდ ახლა მაქვს პერიოდი, დაახლოებით, დიდი დრო დამჭირდება, რომ ტრავმები მოვიშუშო, მაგრამ ვრჩები სპორტში- აცხადებს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სიის მეათე ნომერი გენო პეტრიაშვილი.
ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი -ოლიმპიური ჩემპიონები ოლიგარქის პარტიის სიაში
მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცოტა ხნის წინ წარადგინა. სიის სათავეში, პირველ ნომრად, ბიძინა ივანიშვილია. სიის ოცეულში, პოლიტიკოსებთან და ახალ სახეებთან ერთად, გენო პეტრიაშვილის გარდა, კიდევ ერთი სპორტსმენი – ლაშა ტალახაძეა.
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების 2024 წლის საარჩევნო სიის სათავეშია
მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიაში არიან ახალი სახეები, მათ შორის კი, “ქართული ოცნების” სიის მერვე ნომერი ვახტანგ თურნავაა.
როგორც ვახტანგ თურნავამ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, მისი მიზანი, ქვეყანაში IT ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტად განვითარებაა.
“IT სფეროში ვმოღვაწეობდი, დაახლოებით, 15 წელი. ჩემი მიზანია, რომ ამ სფეროში ჩართულობა გავაძლიერო. IT არის მომავლის სფერო, დაახლოებით, 3-4 მილიარდი უკვე შემოვიდა საქართველოში. გვინდა, რომ ეს სფერო უფრო პოპულარული გავხადოთ. ვფიქრობ, ერთადერთი პარტია, რომელიც შეძლებს ევროინტეგრაციას, “ქართული ოცნებაა”, – განაცხადა ვახტანგ თურნავამ.
ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის დუშკაბინით ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ უმძიმესად აქვთ საქმე – აიძულეს ტალახაძე და პეტრიაშვილი, სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი უშველით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მედიასთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში სპორტსმენების – ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ნახვა გულდასაწყვეტია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მათთან ერთად დაამარცხებენ.
„პარლამენტში 4 წელი ვმუშაობდი. პარლამენტში „ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთი სპორტსმენი იყო და შემთხვევითაც არ დასჭერია არცერთ მათგანს მიკროფონზე ხელი. შემთხვევითაც არ შეშლიათ.
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ორი ქართველო სპორტსმენი არის „ქართული ოცნების“ სიაში – ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მოცემულობაა, მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს და მათთვის ალბათ, კარგი გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იქნება, რომ არ უნდა გაანიავონ ხოლმე ხალხის სიყვარული, არ უნდა დაახურდაონ აბსოლუტურად მათთვის გაუგებარ თანამდებობაზე.
ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის “დუშკაბინით” ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ ძალიან მძიმედ აქვთ საქმე, უმძიმესად აქვთ საქმე. თვითონ ძალიან კარგად იცის, რომ აგებენ, არიან გაკოტრებულები, აიძულეს პირდაპირ ტალახაძე და პეტრიაშვილი, რომ სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არც ეს უშველით, არაფერი უშველით. 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძალიან სახელოვნად“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელთა შორის არიან ქართველი სპორტსმენები – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.
არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.