გერმანიაში Berlinale 2016-მა სტარტი აიღო [Video]
11 თებერვალს გერმანიის დედაქალაქში 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალი Berlinale 2016 გაიხსნა. წელს ოქროსა და ვერცხლის დათვის ქანდაკებებისთვის 18 კინოსურათი იბრძოლებს, ხოლო პროექტის ფარგლებში 400-ზე მეტ ფირს წარადგენენ, – იუწყება Deutsche Welle.
ფესტივალზე ყველა ჟანრისა და ფორმატის ფილმებს აჩვენებენ. Berlinale 2016 ძმები ჯოელ და იტანა კაენების ფილმმა “გაუმარჯოს კეისარს!” გახსნა.
ცნობილია, რომ ევროპულ კინობაზარზე უკრაინის კინოს სახელმწიფო სააგენტომ უკრაინის ნაციონალური სტენდი – Ukrainian Film Corner-ი გახსნა. უკრაინული კუთხე სასტუმრო Marriot-შია განთავსებული და 11-დან 19 თებერვლამდე იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ევროპაში განხორციელებულ ტერაქტების სერიასთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლება ფესტივალის მსვლელობის დროს უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავს. განსაკუთრებული ყურადღება სტუმრების ბარგის შემოწმებას მიექცევა და კინოჩვენებებს სამართალდამცავები დაესწრებიან.
Berlinale 2016 10 დღეს გასტანს და 21 თებერვალს დაიხურება.