მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

გერმანიაში ვიზიტი, კარანტინის გარეშე

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები გერმანიას ტურისტული მიზნით მოგზაურობის მსურველებისთვის კვლავ არ გაუხსნია, თუმცა მოქალაქეებს, რომლებსაც გერმანიაში მგზავრობისთვის ნებართვა აქვთ, 15 ივნისიდან სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

ინფორმაცია ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დავით ზალკალიანისა და გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

გერმანიაში მგზავრობის ნებართვის მისაღებად, მოქალაქეებს კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეთ, როგორიცაა მაგალითად, სამსახურეობრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება თუ მკურნალობა.

“ამასთან, გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცალკეულ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებაში, ამზადებს ინდივიდუალურ სამოგზაურო რეკომენდაციებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოში არსებული ეპიდემილოგიური ვითარება მისცემს მათ საშუალებას, უახლოეს მომავალში, პოზიტიურ ჭრილში გადაწყვეტოს აღნიშნული საკითხი.” – წერს საქართველოს საგარეო უწყება.

გერმანიაში ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები მარტის შუა რიცხვებში დაწესდა და აპრილის ბოლოდან მათი შემსუბუქება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button