კახეთში მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

კახეთში ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა.
ერთ- ერთი დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მოქალაქეების დაკავება დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე განხორციელდა.
საგამოძიებო მასალების თანახმად, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება განიზრახეს.
მათ უცხოეთის ერთ- ერთ ქვეყანაში ყალბი მინდობილობა დაამზადეს, რომლითაც მესაკუთრე ერთ-ერთ ბრალდებულს, მისი მიწის ნაკვეთის გასხვისების უფლებამოსილებას ანიჭებდა.
ყალბი მინდობილობის საფუძველზე, პირთა ჯგუფმა კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა რეგისტრაციის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულ პირებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.