მნიშვნელოვანირეგიონი

გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა.

გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა.

თელავი- ვაზიანი- გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.

ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დასაშვები.

საგზაო სამმართველოს ინჟინრის, თამაზ აბდულაშვილის განმარტებით, გზა იწმინდება, თუმცა, შეზღუდვები ძალაში რჩება.

,,უღელტეხილის 30კმ- 50 კმ- ზე გადაადგილება მუბუქი ავტომობილებისთვის დასაშვებია, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო.ჯაჭვების გამოყენებით, შუამთის მონასტერთან ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, ინტენსიურად იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი” – აბდულაშვილმა.

ამ დროისათვის, გომბირის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს და ნისლია ჩამოწოლილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button