გორში ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი სცემეს

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, გორში სოფელ ქვემო სობისში პარტიის მხარდამჭერი სცემეს.

მათი განცახადებით ალბერტ მერებაშვილი გორის საკრებულოს წევრმა კობა ბერიანიძემ სცემა.

ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით გორში, 45-ე უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ იყო პროვოცირებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარმომადგენელმა, ალბერტ მერებაშვილმა საარჩევნო უბანთან მყოფ მათ აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც აღნიშნული ინციდენტი მოჰყვა- ამბობს კობერიძე

„ალბერტ მერებაშვილი კიკბოქსიორია და როგორც ჩანს, ბადრი ბასიშვილის ზონდერდაჯგუფების ერთ-ერთი წევრია, ის ასევე თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსის, რევაზ შიუკაშვილის დის შვილია. მერებაშვილი მისული იყო 45-ე საარჩევნო უბანთან და მან ძალიან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოგება. საარჩევნო უბანთან შეკრებილი ჩვენი აქტივისტებისთვის დაიწყო ძალიან მძიმე ფორმით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, გინება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში პირველად ჩვენს აქტივისტებთან სწორედ ალბერტ მერებაშვილი შევიდა, რომელმაც დაარტყა ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რასაც ორმხრივი ჩხუბი მოჰყვა. დაშავებულები არიან ორივე მხრიდან, ასევე თავად ალბერტ მერებაშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მერებაშვილის მამის დაკავებას, როგორც კობახიძემ განმარტა, იმედა მერებაშვილმა პოლიციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის დააკავეს.

კობახიძის ინფორმაციით, ,, ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ქალაქებშიც გეგმავს პროვოკაციების მოწყობას.

„ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც არის დაგეგმილი პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მაგალითად, ბათუმში კონკრეტული გეგმები მზადდება ჩხუბებთან და პროვოკაციებთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არის ძალიან მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს აქტივისტებს, თავი აარიდონ მსგავს პროვოკაციებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულია თავად ალბერტ მერებაშვილის მამა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მან კომისიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button