კულტურამოზაიკამსოფლიო

Grammy-ს დაჯილდოების ცერემონია მარტში ჩატარდება

კორონავირუსის პანდემიის გამო Grammy Awards 2021-ის დაჯილდოების ცერემონია მარტამდე გადაიდო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიაში COVID-19-ის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო ცერემონია 31 იანვრის ნაცვლად 14 მარტს ჩატარდება.

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მუსიკალურ ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ასობით ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ვინც დაუღალავად შრომობს ჩვენი შოუს მოსამზადებლად“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტთა სია ჯერ კიდევ ნოემბერში გამოქვეყნდა:

ბიონსე, ტეილორ სვიფტი და დუა ლიპა ნომინაციების რაოდენობით გრამი 2021-ის ლიდერები არიან. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომღერლებს შორის ლიდერი ბიონსეა, რომელიც 9 კატეგორიაშია წარმოდგენილი. სვიფტს გამარჯვების 6 შანსი აქვს. ამერიკელი წარდგენილია კატეგორიაში „საუკეთესო ალბომი“, რომელშიც გასული 2 წლის განმავლობაში გაიმარჯვა. თუ სვიფტმა წელსაც მოიგო, ის ცერემონიის რეკორდს მოხსნის.

ასევე 6 ნომინაცია აქვს ბრიტანელ დუა ლიპას. პირველი ნომინაცია მოიპოვა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS, სიმღერისთვის Dynamite.

მსგავსი პოსტები

Back to top button