მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი დაიკეტა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი დაიკეტა. ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიზეზი, კორონა ვირუსის შემთხვევები და ასევე, აღსაზრდელების გამოუცხადებლობა გახდა.

გურჯაანის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ზოგიერთ ბაღში არცერთი ბავშვი აღარ ცხადდებოდა.

” სადაც ვირუსი დაფიქსირდა, თავისთავად, დავკეტეთ, რომ გავრცელება შეგვეჩერებინა. ზოგიერთ საბავშვო ბაღში კი, მუნიციპალიტეტში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მშობლებს ბავშვები აღარ მოჰყავდათ. დღევანდელი მდგომარეობით, ყველა საბავშვო ბაღი დაკეტილია და ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას. უახლოეს ერთ თვეში, ალბათ ბაღებს ვერ გავხსნით”- განაცხადა თევდორაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სულ 37 საბავშვო ბაღია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში, 1 დეკემბრისთვის განახლდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button