მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გურჯაანში მკვლელობისთვის დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ორი პირი, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ჯუანშერ ტურიაშვილის მიმართ 10 ათას ლარიანი, ხოლო ალექსანდრე ტურიაშვილის მიმართ 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების თაობაზე. სასამართლო დაეთანხმა ბრალდების მხარეს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ და საქმე არსებითი განხილვისთვის გადასცა.

ჯუანშერ ტურიაშვილი, რომელსაც გამოძიება ერთი ადამიანის მკვლელობაშია და სამის დაჭრას ედავება, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

ალექსანდრე ტურიაშვილი კი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა, 31 მაისს შედგება.

შეგახსენებთ, შემთხვევა 25 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩუმლაყი-ყიტაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

გზაზე მიმავალ ავტომანქანა „მერსედესს“ ჩასაფრებიდან ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.
სროლის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა და გამოძიება სსკ-ის 108-ე, 19-109-ე, 236-ე და 376- ე მუხლებით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button