გვარების ომი – პანკისელების აქცია შმაგი მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში,შმაგი მუთოშვილის განთავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მუთოშვილი უდანაშაულოა და მისი დაკავება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მოხდა. ოჯახის ახლობლებისა და მუთოშვილები გვარის წარმომადგენლების მტკიცებით, იარაღი, რომელიც შმაგი მუთოშვილის საქმეში ფიგურირებს, დაკავებისას, პოლიციამ დაულუქავად წაიღო, რაც მას სხვადასხვა მანიპულაციების საშუალებას აძლევდა.
აქციის მონაწილეებისათვის ასევე მიუღებელია, რომ ვისური მუთოშვილის მკვლელობისათვის დამანაშავეს 11 წლიანი სასჯელი განესაზღვრა, ხოლო შმაგი მუთოშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მკვლელობის მცდელობისათვის, 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მუთოშვილების ოჯახი, მიიჩნევს, რომ ვისური მუთოშვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი დასჯილი არ არის.
“სადაური კანონია, რომ იარაღი დაულუქავად უნდა გაიტანო?ან კაცის მოკვლისთვის 11 წელია სასჯელი და მცდელობისთვის, 20 ? აქამდე ვაჩერებდით ყველას, ახლა ვეღარ გავავერებთ. ვითხოვთ უდანაშაულო კაცი დაგვიბრუნონ” – განაცხადა რადიო ჰერეთთან მუთოშვილების ოჯახის ახლობელმა მალხაზ მუთოშვილმა.
სოფელ ჯოყოლოში, სპეციალური ჯგუფის შექმნას გეგმავენ, რომელიც დაპირისპირებული გვარების, მუთოშვილ – ქავთარაშვილების საქმის სამართლებრივ დეტალებზე იმუშავებს.რაც შეეხება ქისტური ადათის მიხედვით შერიგებას, მუთოშვილები ქავთარაშვილებთან დიალოგზე, უარას აცხადებენ.
შმაგი მუთოშვილი პოლიციამ 18 სექტემბერს დააკავეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- და 236- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, 2020 წლის 29 ივლისს, დაპირისპირებული გვარის წარმომადგენლის, მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვაში გამოიხატა.
შმაგი მუთოშვილს ბრალი დღეს, ოფიციალაურად, რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენეს, რის შემდეგაც, თელავის რაიონულმა სასამართლომა მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, მურად ქავთარაშვილის სახლი, 29 ივლისის ღამეს დაცხრილეს. სროლის დროს, სახლში, თავად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ვისური მუთოშვილი გვარებს შორის სისხლიანი შეტაკების დროს, 2019 წლის 27 ნოემბერს დაიღუპა.
სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2019 წლის 1 დეკემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, არბი ქავთარაშვილს და რამაზ ხანგოშვილს. ორივე მათგანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის, მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა.
სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
2020 წლის 24აგვისტოს, თელავის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, 37 წლის ვისური (ვისო) მუთოშვილის მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რუსლან მუთოშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამზან ხანგოშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაცვის მხარემ მაშინ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
წაიკითხეთ ამავე თემაზე: