სპორტ-ნიუსისპორტი
გვინეელი ფეხბურთელი თბილისის დინამოში გადავიდა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გუნდის გაძლიერებას განაგრძობს და ახალი სეზონის წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა.
გვინეელი უსმანე კამარა გასულ წელს გორის დილაში იჯარით იყო გასხვისებული და მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა.დილას მაისურით 40 თამაშში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც მიითვალა.
ტრანსფერის ფარგლებში დინამომ გვინეელი შემტევი გამოისყიდა და 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
საქართველოში ჩამოსვლამდე კამარა ნორვეგიულ ვალერანგასა და შვედურ ესკელსტუნაში თამაშობდა.
შეგახსენებთ,რომ გვინეის 17 წლამდელთა ნაკრებში კამარას 3 მატჩი აქვს ჩატარებული.