მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად დასახელდა ლიზ ტრასი, რომელიც ბორის ჯონსონს შეცვლის. მმართველი კონსერვატიული პარტიის კენჭისყრაში მან მისი მოწინააღმდეგე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რიში სუნაკი დაამარცხა.47 წლის ტრასმა 5 სექტემბერს გაიმარჯვა მმართველი კონსერვატიული პარტიის კენჭისყრაში.

ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი 60 399 ხმა მიიღო.
ლიზ ტრასმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მის მხარდამჭერებს, ასევე მის მეტოქეს რიშ სუნაკს და პირობა დადო, რომ მის ყველა დაპირებას შეასრულებს.
ის ხვალ ბალმორალში, შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციას გამართავს. აუდიენციაზე დედოფალი პრემიერს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს. შოტლანდიაში დედოფალთან შესახვედრად გაემგზავრება და პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნება.

ლიზ ტრასის თქმით, მისთვის პატივია „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად არჩევა. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს. მან ასევე ახსენა ბორის ჯონსონიც.

„ჩემი მეგობარი, ბორის ჯონსონი. ბორის, თქვენ დაასრულეთ ბრექსითი. თქვენ შეუწყვეთ ვაქცინის შექმნას ხელი, თქვენ წახვედით ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. თქვენ პატივს გცემენ კიევიდან კარლაილამდე. მეგობრებო და კოლეგებო, გმადლობთ ნდობისთვის, რომ გავუძღვები “კონსერვატიულ პარტიას”, უდიდეს პოლიტიკურ პარტიას დედამიწაზე“,-განაცხადა ლიზ ტრასმა.

ტრასი, რომელიც ჯონსონის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, იგი იქნება ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერი – ტერეზა მეისა და მარგარეტ თეტჩერის შემდეგ.
ჯონსონი ოფიციალურად გადადგა მანამდე თვეების განმავლობაში მიმდინარე სკანდალის ფონზე, რომელმაც მის ადმინისტრაციას მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დააკარგვინა.
ტრასი გადაიბარებს ეკონომიკას, რომელიც პოტენციურად ხანგრძილივი რეცესიის პირასაა, და საცხოვრებელი ფასების კრიზისს, რომელიც მთელს ქვეყანას მოიცავს.

ტრასი გამოდის დაპირებით, რომ თეტჩერისეული ენერგიით იმუშავებს სახელმწიფოს ჩარევის შემცირებაზე და გადასახადების კლებაზე. ამასთან, ის ამბობს, რომ “დაუყოვნებლივ” იმუშავებს მნიშვნელოვნად მზარდი ენერგიის ფასების საკითხზე.

კრემლმა უკვე განაცხადა, რომ ამ დანიშვნიდან დადებით შედეგებს დიდად არ ელის. “არ მგონია, რომ რაიმე პოზიტიურის იმედი შეგვიძლია გვქონდეს” – უთხრა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 5 სექტემბერს.

პოსტზე დანიშვნამდე ტრასი ამბობდა, რომ უცხოეთის პირველი ლიდერი, რომელთანაც ის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ სატელეფონო ზარს განახორციელებს, იქნება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ტრასის თქმით, ის, ამავე დროს, იმუშავებს მოკავშირეებთან დიდი შვიდეულის (G7) ჯგუფიდან, საიმისოდ, რომ კიევს მეტი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოს.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის და, შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობისთვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთად ხაზინის ყოფილი კანცლერი რიში სუნაკიც იბრძოდა.
პარტიის 173 000-მდე წევრიდან მას მხარი 81 236-მა დაუჭირა, სუნაკმა კი 60 359 ხმა მიიღო.

ხმის მიცემა კონსერვატიულ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2015 წლიდან მოყოლებული ლიზ ტრასი გახდება ბრიტანეთის მეოთხე პრემიერი კონსერვატიული პარტიიდან.

თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლიზ ტრასი აცხადებდა, რომ გადაუდებელ ზომებს მიიღებს დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელი პირობების ზრდის საკითხის მოსაგვარებლად და გამარჯვების შემთხვევაში, ერთი კვირის განმავლობაში წარადგენს სამოქმედო გეგმას ენერგიის მზარდი ფასების მოსაგვარებლად.
ხვალ, 6 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ლიზ ტრასს პრემიერმინისტრად ოფიციალურად დანიშნავს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ელოდება ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

„ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი აირჩიეს. ხმის მიცემის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოცხადდა ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button