მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უპირველკლასელო სკოლა კახეთში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ერთი პირველკლასელით დაიწყებს, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარს, პირველკლასელი არ ეყოლება.

ახმეტის საგანმამანთლებლო რესურსცენტრის დირექტორის, მანანა ნადიბაიძის განმარტებით, მიზეზი მიგრაციული პროცესებია, რომელსაც სოფელი განიცდის.

“ეს სოფელი შახვეტილას თემს ეკუთვნის. ადრე საშუალო სკოლა გვქონდა, მაგრამ სოფელი დაიცალა, ხალხი წავიდა და ახლა არის დაწყებითი საფეხური. თუმცა წელს პირველია, რომ პირველკლასელი არ გვეყოლება.” – განაცხადა ნადიბაიძემ რადიო ” ჰერეთთან”.

ორი სასწავლო წლის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ჭერემში ერთი პირველკლასელია დარეგისტრირებული.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, 2018 წლიდან სკოლას პირველკლასელი არ ჰყოლია.

“ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჭერემში პირველკლასელი გვეყოლება. რაც მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა, გზა აღდგა, ინტერნეტი და ელექტროენერგია მოაწესრიგეს. იმედი გაგვიჩნდა, რომ ახალგაზრდა ოჯახები იქ გაჩერდებიან.” – განაცხადა მინდიაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში 27 კომლი ცხოვრობს და საჯარო სკოლაში 12 მოსწავლეა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში კი, 12 კომლია დარჩენილი და სკოლას 6 მოსწავლე ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button