პრინც უილიამმა როდ სტიუარტი რაინდად აკურთხა [Photo/video]

პრინც უილიამმა ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსს, როდ სტიუარტს რაინდის წოდება მიანიჭა.

როგორც BBC გვაცნობებს, სადღესასწაულო ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ II-მ როდ სტიუარტს, მუსიკასა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის, რაინდის ტიტული უბოძა. მუსიკოსის თქმით, იგი ბედნიერებისგან “მეცხრე ცაზე” დაფრინავს. სტიუარტს კურთხევის ცერემონიაზე თან ახლდა მეუღლე, პენი ლანკასტერი და 2 ვაჟი – ალასტერი და ეიდენი.

71 წლის სტიუარტმა განაცხადა, რომ პრინც უილიამმა იგი იმისთვის შეაქო, რომ მომღერალი ამ დრომდე მუშაობს, რაზეც როდმა მიუგო: “მოვალე ვარ, რომ ვიმუშაო, ვინაიდან 8 შვილი მყავს”.

შეგახსენებთ, რომ როდერიკ დევიდ „როდ“ სტიუარტი, (დ. 10 იანვარი 1945)— ინგლისურ-შოტლანდიური წარმომავლობის ბრიტანელი როკ-მომღერალი და სიმღერების ავტორია.იგი აგრეთვე ბრიტანეთის იმპერიის კავალერია. 1994 წელს სტიუარტი, როგორც სოლო შემსრულებელი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ჟურნალ Q-ს სიაში “ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელი” – როდ სტიუარტი 33-ე ადგილს იკავებს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44093″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button