ინტერნეტი 25-ე წლისთავს აღნიშნავს [Photo]
2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობამ 2,8 მილიარდს გადააჭარბა.
ინტერნეტის ერთ-ერთ საბაზო ტექნოლოგიას – World Wide Web-ს (მსოფლიო ქსელი) 25 წელი შეუსრულდა, – გვაცნობებს ორგანიზაციის საიტი.
1990 წლის 12 ნოემბერს, CERN-ის მეცნიერმა, ტიმ ბერნერს-ლიმ სამეცნიერო ინსტიტუტს ჰიპერტქსტური პროექტი – World Wide Web წარუდგინა, რომლის მეშვეობით, მან პირველმა ინტერნეტით http კლიენტისა და სერვერის დაკავშირება მოახერხა.
ტიმ ბერნერს-ლის ხშირად ინტერნეტის მამად მოიხსენიებენ და 100 ცოცხალ გენიოსთა სიაში შეიყვანეს.
სერ ტიმოთი ბერნერს-ლი ლონდონში, 1955 წლის 8 ივნისს, მათემატიკოსთა ოჯახში დაიბადა. განათლება “ქუინსის” კოლეჯსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ამჟამად, იგი World Wide Web Consortium -ის (W3C) დირექტორია და World Wide Web (www) ანუ მსოფლიო ქსელის განვითარებას თვალს ადევნებს.
ტიმ ბერნერს-ლიმ ისეთი მექანიზმი შექმნა, რომელიც ადამიანს ცხოვრებას უადვილებს და ინფორმაციის გაცვლას გაცილებით უმარტივებს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22790″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]