ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში დამძიმებულ ეპიდვითარებას ეხმაურება, მოსახლეობას მიმართავს და აცრისკენ მოუწოდებს
„2 600 შემთხვევა ძალიან საგანგაშოა, აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. აცრილი ადამიანის სიკვდილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ, მთავრობას – გთხოვთ აიცერით.
თუ მთავრობას არ დაუდგა ჩვენი მოქალაქეები მხარში, ისე როგორც დაუდგნენ თავის დროზე, როცა დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ გავწვდებით, ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა.
მინდა ეს პრევენციული განცხადებები გავაკეთო. ამას რა თქმა უნდა დაემატება ის, რომ ქვეყანას დასჭირდება დამატებით ვალის აღება და დააწვება ტვირთად ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს, ამიტომ მინდა მოვუწოდო, გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ და 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა, ესაა ჩვენი ამოცანა.” განაცხადა პრემიერმა.