მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსების მთელი ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან- უკრაინის დაზვერვა

რუსების მთელი ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინული სახელმწიფო პროექტის – “მინდა ვიცხოვრო” საინფორმაციო რესურსებით, რომელიც ოკუპანტებს ტყვედ ჩაბარების საშუალებას აძლევს, უკვე 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რომელთაგან უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება.

„1 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი – ეს ის ხალხია, რომლებმაც ისარგებლეს “მინდა ვიცხოვრო” პროექტის საინფორმაციო რესურსებით. მათგან უმეტესობა ის ხალხია, რომელიც ე.წ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება. ეს პირდაპირი მიმართვები არ არის, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც პუტინის ოკუპანტების უკრაინის წინააღმდეგ სისხლიან უსამართლო ომში საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას შეისწავლიან”, – თქვა იუსოვმა.

მისი თქმით, ყოველდღიურად ცხელი ხაზის, ჩატ-ბოტისა და სხვა კონტაქტების მეშვეობით პროექტს 100-ზე მეტი ადამიანი მიმართავს.

“შედეგები არის და ისინი მნიშვნელოვანია, რომლებიც ეხება ცალკეულ პირებს, რომლებიც ტყვედ ბარდებიან, ასევე მთელ ქვედანაყოფებსაც, და ეს არა მხოლოდ რიგითები არიან, არამედ ოფიცრებიც. უდიდეს აქტიურობას, რა თქმა უნდა, ნაწილობრივად მობილიზებულები ავლენენ. ეს ის ხალხია, რომელსაც საერთოდ არ ესმის რა უნდა აკეთონ უკრაინაში ომში და რისთვის ჩნდებიან აქ”, – თქვა იუსოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის სახელმწიფო პროექტი “მე მინდა ვიცხოვრო” შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს რუსეთის ფედერაციის სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უსაფრთხოდ ჩაბარებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button