მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლაზე უარს ამბობს

ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მისვლაზე უარს ამბობს. ჯანდაცვის მინისტრი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მოსმენის გადადებას სთხოვს და კითხვებზე პასუხს დეპუტატებს წერილობით უგზავნის.

ჯანდაცვის მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” მოითხოვეს. რეგლამენტის მიხედვით, მათ კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს მინისტრის პარლამენტში გამოცხადების უზრუნველყოფა სთხოვეს. ჯანდაცვის მინისტრს დეპუტატების კრიტიკული კითხვებისთვის დღეს უნდა ეპასუხა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პანდემიის დროს ჯანდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, ეკატერინე ტიკარაძის მხრიდან მსგავსი ქმედება რეგლამენტის დარღვევაცაა, რასაც შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

“მინისტრს აქვს თავისი ვალდებულებები, რაშიც შედის პარლამენტის წინაშეც ინფორმაციის წარდგენა, მით უმეტეს, პროფილურ კომიტეტში. ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ მინისტრი რამეს წყვეტს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის მინისტრია და პარლამენტში უნდა მოდიოდეს. არ ვიცი სხვა შემთხვევა ქვეყნებში, როცა პანდემიის დროს ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში არ ყოფილა. როცა მინისტრი არ მოდის, ეს რეგლამენტის დარღვევაცაა და ამაზე უნდა იყოს პარლამენტის რეაგირებაც.” – აცხადებს გიგი წერეთელი.

მოისმინეთ გიგი წერეთლის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button