მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ჯანდაცვის სამინისტრომ 5 მილიონის სამედიცინო პროდუქცია “ოცნების” შემომწირველებისგან შეიძინა”

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიის დროს კორუფციული გარიგებების დადებაში ადანაშაულებს. საკითხზე კვლევა IDFI-მაც ჩაატარა.

ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა კომპანიებისგან ათეულობით მილიონი ლარის შესყიდვა განახორციელა.

როგორც „ფლანგვის დეტექტორის“ მკვლევარი დავით მჟავანაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს ბუნდოვანი კრიტერიუმებით არჩევს.

კვლევამ გამოავლინა, რომ 5 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულებები ისეთ კომპანიებთან გაფორმდა, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული სახეობის პირბადეები შეისყიდეს უფრო ძვირად, ვიდრე სხვა კომპანიები სთავაზობდნენ. ხოლო კომპანია, რომლისგანაც შესყიდვა მოხდა, „ქართული ოცნების“ შემომწირველია და ეს შეიძლება, გარკვეულ რისკს ბადებდეს.

ბრალდებებს ამ დრომდე არ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო.

კვლევასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახი კალაძემ. კალაძე აცხადებს, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

„მე არ მაქვს ინფორმაცია, რა პროექტებსა და პროდუქციაზეა საუბარი. შესაბამისად, შესაბამის სამსახურებს, ვინც ეს შესყიდვები განახორციელა, შეგიძლიათ მიმართოთ. დარწმუნებული ვარ, შესაბამის პასუხს მიიღებთ. კანონს არც ერთი ადამიანი არ გადასცდებოდა და ყველაფერი იქნებოდა კანონის ფარგლებში“. – განაცხადა კალაძემ.

მოისმინეთ კახა კალაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button