ჯანო ანანიძემ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ვარჯიში განაახლა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/09/ჯანო.jpg)
ქვეყნის ჩემპიონი თბილისის დინამო ეროვნული ლიგის განახლეისთვის ემზადება და საწვრთნელი ვარჯიშები დაიწყო.
გუნდს შეუერთდა ტრავმირებული ჯანო ანანიძე, რომელიც კლუბის ადმინისტრაციამ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიმდინარე წლის აპრილში აიყვანა.
28 წლის ანანიძეს დინამომ 1+1 წლით გაუფორმა კონტრაქტი და ფეხურთელმა გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი თამაშის ჩატარება მოასწრო. შემდეგ გერმანიაში წავიდა სამკურნალოდ და ტრავმამოშუშებულმა ახლა ვარჯიში განაახლა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ თავდამსხმელს კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსკოვის „სპარტაკში“ აქვს გატარებული. 2019 წელს ის ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადაბარგდა. კვიპროსში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და როტორში წავიდა, სადაც ერთი მატჩიც არ უთამაშია.
ჯანო ანანიძეს საქართველოს ნაკრებში 45 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ქართველ ქომაგებს მან თავი 7 გოლით დაამახსოვრა.