ჯეკი ჩანი – კეთილი ნების ელჩი

დღეს, სინგაპურში, ცნობილი მსახიობი ჯეკი ჩანი, ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელებასთან დაკავშირებული საბრძოლო კამპანიის, კეთილი ნების ელჩი გახდა.

თებერვალში, პეკინში, მსახიობის შვილმა ჯეისიმ, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის, სასჯელი უკვე მოიხადა.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემს ოჯახს ასეთი უბედურება დაატყდებოდა. ძალიან გავბრაზდი და გადავწყვიტე, რომ ხალხს, ნარკოტიკული ნივთიერებების წინააღმდეგ, უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოვუწოდო“ – განაცხადა მსახიობმა.

ეკრანის ვარსკვვლავმა, ახალგაზრდებს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და აზარტული თამაშები, სასტიკად აუკრძალა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button