ჯინ შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ.
აშშ-ის საელოს ინფორმაციით, შაჰინმა და ტერნერმა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჟოლის ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს.
“ისინი შეხვდნენ ადგილობრივი მეწარმეების შთამბეჭდავ ჯგუფს, რომლებმაც ისარგებლეს აშშ-ის პროგრამებით. შეერთებული შტატების მთავრობა ამაყობს, რომ წვლილი შეიტანა მათ წარმატებაში და მხარს უჭერს ყველა ქართველის საკეთილდღეო საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას”, – წერია განცხადებაში.
როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაერო-ს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები
„თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენას ახდენს ქართველებზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაერო-ს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. აშშ-ის საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია. სენატორი და კონგრესმენი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ამერიკელი მაღალჩინოსნები ხვალ, 11 აგვისტოს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჯინ შაჰინსა და მაიკ ტერნერს შეხვდა
სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი პრემიერ კობახიძეს შეხვდნენ