კახეთში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

კახეთში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება.

როგორც რადიო “ჰერეთს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, იტალიური კალიის გამოვლენისა და საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრანსსასაზღვრო კვლევები დაიწყო.

იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს.

მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა წელს მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button