მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში ისტორიული ავტომობილების ფესტივალი ჩატარდება

22 მაისს,. თელავის ცენტრალურ მოედანზე “ისტორიული ავტომობილების ფესტივალი-2022” გაიმართება.
ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ავტო კოლექციონერები, ავტო ინჟინერ- რესტავრატორები და

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ისტორიული ავტომობილების მფლობელები მიიღებენ მონაწილეობას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ღონისძიების მხარდამჭერები, საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაცია თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი არიან.

“ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ამერიკული ისტორიული ავტომობილები, ასევე ევროპული, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული და ასევე ხელნაკეთი ავტომობილები, ასევე ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები. ღონისძიებას მხარს უჭერენ ისტორიული ავტომობილების ასოციაცია და ექსტრემალური სპორტის კლუბი”- ამბობენ. მერიაში.

ფესტივალი თელავის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, ოთარ ოთარაშვილის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის წევრი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button