კანადაში უცნობმა პირმა ინდიელების ოფისი ჩაქუჩით დაარბია [Photo]

კანადის პროვინცია ბრიჯ-რივერის ქალაქ ლილუტში, უცნობი მამაკაცი ინდიელთა ოფისში შეიჭრა და ჩაქუჩით დაარბია, – იუწყება კანადის ტელეარხი CTV.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 8:30 მოხდა, როცა ჩაქუჩით შეიარაღებული უცნობი პირი ინდიელების ოფისში შეიჭრა და თანამშრომლებზე თავდასხმა განახორციელა. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი მძიმედ დაშავდა, 2 მათგანი – კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის მოსვლამდე, ტრაგედიის მონაწილეებმა ბოროტმოქმედი გააუვნებლეს.

ადგილზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, თავდამსხმელმა უცაბედად გონი დაკარგა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პოლიციელებმა მას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარეს, მაგრამ გამოძახებულმა ექიმებმა იგი ვეღარ გადაარჩინეს. მისი სიკვდილის მიზეზი დგინდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, კანდაში, მშვიდობიან მოსახლეობაზე ჩაქუჩით თავდასხმის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 13 ოქტომბერს, კვებეკის პროვინციის ქალაქ ლავალში 34 წლის მამაკაცი დააპატიმრეს, რომელმაც ჩაქუჩით 19 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”20447″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button