NASA-მ კოსმოსში ახალი ექსპერიმენტი ჩაატარა [Video]

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ახალი ექსპერიმენტი ჩაატარა.

მან უწონობის მდგომარეობაში მყოფი წყლის წვეთი ნაირფრად შეღება, შემდეგ კი ამ ფერად სფეროში ანტაციდის შუშხუნა აბი შეიტანა. ჰაერის ბუშტულაკებმა წვეთში ლამაზი კონფიგურაცია შექმნა, მაგრამ კოსმოსში გრავიტაციის არარსებობის გამო, წყლის გარსი ვერ გაარღვია და სფეროში დარჩა.
ექსპერიმენტი, უახლესი ციფრული კამერის გასატესტად, ულტრა მაღალი გარჩევადობის (4K UHD) ფორმატში ჩაწერისთვის ჩაატარეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button