ვახტანგ კიკაბიძემ კიევის მეტროს შესასვლელთან იმღერა [Video]
საქართველოს სახალხო არტისტმა კიევის მეტროს სადგურის წინ კონცერტი გამართა.
თვითმფრინავის კაპიტნის ფორმაში გამოწყობილმა კიკაბიძემ, მოცეკვავე „ბორტგამცილებელი ქალების“ თანხლებით, ქართული და რუსული სიმღერები შეასრულა.
მსახიობის სიმღერების მოსასმენად ათობით კიეველი შეიკრიბა.