მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კარავი და შიმშილობა აჭარის ტელევიზიასთან

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო. ის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომას ითხოვს.

ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

“მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და კოხრეიძე გადააყენოს დაკავებული თანამდებობიდან, ასევე სამსახურში დააბრუნონ მისი დირექტორობის პერიოდში გათავისუფლებული ჟურნალისტები”. — აცხადებს ალექსანდრე მილორავა.

როგორც მილორავამ აღნიშნა, გიორგი კოხრეიძე ხელისუფლების “მარიონეტია” და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მის ინტერესებს ატარებს.

აჭარის ტელევიზიის წინ მიმდინარე ერთკაციან აქციაზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „მე მიყვარს ბათუმი“, აქცია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ, ტელევიზიასთან დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, 26 მაისსაც გამართა.

ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი “ქართული ოცნების” მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, აჭარის ტელევიზიაში იმ ჟურნალისტების დევნა-შევიწროვება დაიწყო, თავისუფალ სარედაქციო პოლიტიკას რომ უზრუნველყოფდნენ და დირექტორის იმ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნიათ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button