მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კარტოგრაფების საქმის პოლიტიზირებაში პოლიტიკოსები ერთმანეთს ადანაშაულებენ

კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ხმაური არ წყდება.
საქმის პოლიტიზირების მცდელობაში ადანაშაულებს მმართველი პარტია ოპოზიციას.

“გამოძიება გრძელდება, შესაბამისად არის კიდევ კითხვები გარკვეული მიმართულებებით და შესაბამისად პროკურატურამ უნდა გააგრძელოს ძიება ხომ არ არის დანაშაულებრივი კვალი. ეს არის სამართლებრივი საკითხი უპირველესად და რა თქმა უნდა აბსოლუტურად დაუშვებელია ნებისმიერი მცდელობა ამ მნიშვნელობის საქმის პოლიტიზირებისა,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გარეჯის საქმე რუსული პროპაგანდის ხერხებით პოლიტიკური მიზნებისთვის იქნა გამოყენებული საარჩევნოდ:

“ეს არის უბინძურესი რუსული პროპაგანდის ხერხებით აგორებული კამპანია ხელისუფლების მიერ, რომელიც არჩევნების წინ გამოყენებული იქნა პოლიტიკური მიზნებისთვის, ამ კამპანიის მსხვერპლი გახდა ორი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც დღეს გირაოთია გათავისუფლებული. ამ დროს მათ წინააღმდეგ როგორც ჩანს ორგანიზდება ბულინგის და თავდასხმების კამპანია ჩვენს ქუჩებში,”- სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სასამართლომ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მოისმინეთ, სალომე სამადაშვილის,პაატა მანჯგალაძის და მიხეილ სარჯველაძის კომენტარები

მსგავსი პოსტები

Back to top button