რეგიონი
ხანძარი ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. ხანძრის შედეგად, ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ცეცხლი დახლოებით დილის 5 საათზე გაჩნდა. ოჯახის წევრებმა დროულად მოახერხეს გარეთ გამოსვლა. ჯერჯერობით გაურკვეველია რამ გამოიწვია ხანძარი“, – განაცხადეს მაცხოვრებლებმა.
ადგილობროვ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან.