მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ხათუნა სამნიძე ფეისბუქ-კომენტარის გამო გამოკითხეს

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეისბუქ-კომენტარის გამო გამოკითხეს. საბოტაჟის მუხლით გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სატელევიზიო რეპორტაჟის გამო დაიწყო.

ხათუნა სამნიძემ ფეისბუქში დაწერა, რომ იცის, ვის შესთავაზეს თანხის სანაცვლოდ, ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დიაგნოზი მიეთითებინა.

სამნიძე მომხდარ ფაქტს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს.

“მთავარი შეკითხვა იყო, ვისგან მაქვს კონკრეტულად ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ყალბდებოდეს კოვიდის დიაგნოზები. ეს არის ზეწოლა და გაფრთხილება მთელი საზოგადოებისთვის, რომ ვინც ეჭვს შეიტანთ ჩვენში სახელმწიფო მოხელეებში და ჩვენ საქმეებში, ყველას წინააღმდეგ ამუშავდება სახელმწიფო მანქანა.” – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

მოისმინეთ ხათუნა სამნიძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button