მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხელისუფლებას “სათემო რადიოს” საკითხზე მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებენ

კოალიცია”მედიის ადვოკატირებისთვის” “პანკისის სათემო რადიოს” საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არ შეიძლება სათანადო რეაგირების გარეშე დარჩეს.

“ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები როგორც მომხდარი ფაქტის გამოძიების, ისე რადიოს 2020 წლის 06 ოქტომბრის განცხადების თაობაზე,რომლითაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეუშლის მიზნით დაგეგმილი ნაბიჯები. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ მყისიერი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ, რათა დროულად შეჩერდეს „პანკისის სათემო რადიოს“ გუნდის წინააღმდეგ მიმართული უკანონო მოქმედებები”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, პანკისის სათემო რადიოსგან, ხეობის დატოვებას ითხოვს.

ამავე თემაზე ნახეთ:

პანკისის რადიოს ხეობის დატოვებს სთხოვენ
პანკისელები რადიო Way-ს მაუწყებლობის შეწყვეტას ითხოვენ
პანკისის სათემო რადიოს ემუქრებიან

მსგავსი პოსტები

Back to top button