ხელოვნური ინტელექტი საშობაოდ ემზადება [Video]
ტორონტოს უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა კთედრის პროფესორებმა და ასპირანტებმა ნეიტრონული ქსელი შეიმუშავეს, რომელმაც საშობაო სიმღერა დაწერა.
რაქელ ურტასუნმა, სანია ფიდლერმა და ჰუანგ ჩუმ ხელოვნურ ინტელექტს სიმღერა დააწერინეს, რომელიც პროგრამამ თავად იმღერა.
კომპოზიციას საფუძვლად საახალწლო ნაძვის ხის სურათი დაედო, რომელიც მეცნიერებმა კომპიუტერულ “მომღერალს” დაანახეს.
როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რობოტის მიერ შექმნილი კომპოზიცია, სახელწოდებით Neural Karaoke, საკმაოდ სასაიამოვნოდ ჟღერს.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი საკუთარ ძალებს არა მხოლოდ მეცნიერებაში ცდის, არამედ ხელოვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ზოგიერთ პროგრამას უკვე სურათების დახტვა, მუსიკის შექმნა და წიგნების წერაც კი შეუძლია.