ხის მერქანი სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ
“სტიქიის ზონიდან გამოტანილი ხის მერქანი გარემოსა დაბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე განთავსდება, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა” – ამის შესახებ რადიო ჰერეთს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს განცხადებით, ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მეხუთე დღეა გრძელდება.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ცენტრალური და რეგიონალური სამსახურები ეროვნულ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ტერიტორიას სტიქიის შედეგად ხეობაში შეტანილი ხის მერქნისგან წმენდენ” – აცხადებენ სამინისტროში.