მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ხმაური ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე

ხმაურით დაიწყო ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოყვა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლებას და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას ცდილობს.

საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა, უმრავლესობის თქმით, ბიუჯეტიდან 5 მილიონის გამოთავისუფლება არ იგეგმება და არც მერიის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა მოხდება.

რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ სხვადასხვა საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button