საქართველოსიახლეები

საგანგებო შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 ადამიანი დააჯარიმეს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, ჯამში, 102 მოქალაქე დაჯარიმდა; მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის, – 7; 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის კი, – 6 ადამიანი.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი, 15 000 ლარით ჯარიმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button