ახალი ამბებიმნიშვნელოვანი

ხვალ რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება

ხვალ, 21 აგვისტოს, რთველის საკოორდინაციო შტაბს თელავში, საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გახსნის.

შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კახეთში ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე 2020 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდირება რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნებზე განხორციელდება.

სუბსიდიის თანხა, ერთ კილოგრამ ყურძენზე, 30 თეთრს შეადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში, 20 000-მდე მევენახე ჩაერთვება.

სახელმწიფო სუბსიდიას მხოლოდ ღვინის გადამამუშავებელი ის კომპანია მიიღებს, რომელიც წლევანდელი რთველის მიმდინარეობის პროცესში მევენახეებისგან არანაკლებ 1000 ტონა ყურძენს შეისყიდის და ჩამაბარებელს 80 თეთრზე ნაკლებ საფასურს არ გადაუხდის.

საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ წელს კახეთში, 300 ათას ტონა ყურძენზე მეტს ელოდებიან.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button