მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

COVID-19 – საქართველო, საფრანგეთი, ესპანეთი

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 370 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი, 10-ით გაიზარდა და ამჟამინდელი მონაცემებით 1 108-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 278.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

საფრანგეთსა და ესპანეთში, კარანტინის დასრულების დროიდან, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 სააათში, კორონავირუსის 3 776 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 225 043-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის მაისის შუა რიცხვებიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც საკარანტინო რეჟიმი დასრულდა.

რაც შეეხება ესპანეთს, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ის 3 715 შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ივნისის ბოლოდან ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დასრულდა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 370 867-მდე გაიზარდა.

worldometers.infos-ს ცნობით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 22 593 720 შემთხვევაა დადასტურებული; 791 201 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 15 315 137 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button